Sunday, June 16, 2019

სოციალური პროექტი: ,,ჯანსაღი კვება" რეფლექსია


               სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის
მასწავლებელ  ნინო გოგიაშვილის
                  სოციალური პროექტი ,, ჯანსაღი კვება“  რეფლექსია

    მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად შევნიშნე, მრომ ჩემი მოსწავლეები არაჯანსაღი საკვებით იკვებებოდნენ,მაგ: (ჩიფსებით,კუბეტებით) და ეს სისტემატიურათ გრძელდებოდა.მშობლებიც ხელს უწყობდნენ შვილების არაჯანსაღ კვებაში,არასწორი კვებით,ისინი უნებლიეთ თავიანთ ჯამრთელობას ზიანს აყენებდნენ.
         სწორედ ამიტომ  გადავწყვიტე მე-IV კლასში ჩამეტარებინა პროექტი ,,ჯანსაღი კვება“.
   პირველ ეტაპზე მოვიძიეთ ინფორმაცია ისტის გამოყენებით შემდეგ მშობლებს გავუგზავნე მოძიებული მასალები რადგან მინდოდა მშობლებიც ჩართულიყვნენ ამ პროექტში.
    ასევე შეხვედრა მოეწყო სკოლის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკართან სადაც გაეცნენ სხვადასხვა ბროშურებს და საბავშო წიგნებს
ჯანსაღი კვების შესახებ,ისინი შევახვედრე ექიმს,სახელი და გვარი და სად მუშაობს.პროექტის მიზანიც ეს იყო,პატარებისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გადაცემა ჯანმრთელობის საკითხებზე.ექიმთან შეხვედრამდე ჩავატარეთ მოსამზადებელი სამუშაოები და განვახორციელეთ ისეთი აქტივობები,რომლებმაც ხელიშეუწყო ბავშვების მოტივაციის ამაღლებას.პროექტი სამი კვირა გაგრძელდა. მიმაჩნია,რომ პროექტის ვადარეალისტური იყო.პირველი კვირას მოვაწყვე ინფორმაციის მოძიება და გააზრება დახარისხება ასაკის შესაბამისად,გამოკითხვები,დისკუსიები.მოსწავლეებმა წინარე ცოდნის გამოყენებით დაამზადეს საკუთარი ნამუშევრები,შექმნეს კედლის გაზეთი.პირველი კვირისმუშაობამ გაააქტიურა მათი მოტივაცია გამოწვევის ფაზაში. ამ ეტაპზე იყო დამოკიდებული პროექტის შემდეგი ეფექტურობის გაზრდა.მეორე კვირას მოველაპარაკე ექიმს შეხვედრის თაობაზე.დავთქვით შეხვედრის დრო.ამავე კვირაში მოსწავლეებმა ჩაწერეს ინტერვიუები შესაბამის რესპოდენტებთან.გადაიღეს სურათები.მესამე კვირას ვესტუმრეთ სუპერმარკეტს სადაც შეისწავლეს თუ როგორ უნდა ამოიცნონ ვადები. მე ჩემის მხრივ დავეხმარე მას,რომ ეს შეხვედრანაყოფიერი და სასარგებლო ყოფილიყო ჩვენი პატარებისთვის,,ექიმი ბავშვებს ესაუბრათუ რას ნიშნავს ჯანმრთელობა,რა უნდა გააკეთონ მისშესანარჩუნებლად.ესაუბრა სწორად კვებაზე,ვიტამინებზე,რომლებიც კვების სხვადასხვა ჯგუფში მოთავსებულპროდუქტებში შედიან.აუხსნა ბავშვებს,თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის შედგენა და მისიგანხორციელება ,რას ნიშნავს ჯანსაღი კვება.რამდენად მნიშვნელოვანია დროზე დაძინება.ესაუბრაჰიგიენაზე,ბავშვებს მიაწოდა ინფორმაციები ბაქტერიებზე,ვირუსებზე.თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთაჰაერზე სეირნობა,ვარჯიში,სხვადასხვა მავნე ჩვეულებების დროულად აღმოფხვრა.ექიმს ბავშვები თბილადდაემშვიდობნენ და სთხოვეს,რომ ხშირად მოინახულოს ისინი.მშობელმაც დიდი კმაყოფილება გამოხატა ამშეხვედრის გამო.მეორე კვირას ვესტუმრეთ ერთერთ ოჯახსმრომელიც აქარმოებს ნატურალურ პროდუქტს და მესამე კვირა ძირითადად იყო ინფორმაციის თავმოყრის და გააზრების ფაზა.მესამეკვირის შემაჯამებელ დღეს(შემაჯამებელ ფაზაში)მოვახდინე პროექტის შეჯამება.ბავშვებთან ჩავატარე ზეპირიგამოკითხვა,დავაკვირდი რამდენად კარგად გაიგეს მათ ექიმთან შეხვედრის დროს მიღებული ინფორმაცია.
 შეკითხვებზე ვმუშაობდით.პროექტის მოკლევადიანმა და გრძელვადიანმა მიზნებმა მიმიყვანა საბოლოოშედეგამდე. 1)შედგა მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში 2)ბავშვებმა უამრავი სასარგებლო ინფორმაციამიიღეს ჯანმრთელობის საკითხებზე. 3)პატარები ექიმს დაპირდნენ,რომ აუცილებლად შეასრულებდნენ მის რჩევა-დარიგებას. 4.ბუნებრივია,რომ პროექტის განხორციელებისას შეიძლებოდა წამოჭრილიყო რისკები და შესაძლოხარვეზები,ამიტომ მათი თავიდან აცილების გზები გათვალისწინებული მქონდა ნაწილობრივ.მაგალითადროგორიცაა მოსწავლეების გაცდენა პროექტის მსვლელობისას ავადმყოფობის გამო ან უამინდობა.მოსწავლეების რესპოდენტებთან წაყვანა ინტერვიუს ჩასაწერად რისკების შემცირების მიზნით ვანდე საკუთარ მშობლებს.რაც შეეხება ხარჯებს,რომელიც დაჭირდა პროექტს ავიღე საკუთარ თავზე.რამოდენიმე აქტივობა შესაძლებელი იყო ჩამეტარებინა სკოლისგარეთ,და ამ დღს შესაძლო ცუდი ამინდი, .  მოსწავლეებს, რომ არ გაჭირვებოდათ პროექტში ჩართვა, გამომდინარე მათი ასაკისა,, ხშირად  ვაძლევდი მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს. ეს შეკითხვები შემოიფარგლებოდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვებით.უნდა აღინიშნოს, რომ შედეგებმა და ინდიკატორებმა ცხადყო,რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ დაძლია პროექტზე მუშაობა.პროექტის მსვლელობისას აქტიურად ვეწეოდი მონიტორინგს. შევადგინე თვითშეფასების მარტივი კითხვარი მოსწავლეებისთვის. 1) რა მოგცათ პროექტმა? 2) მუშაობის დროს ჯგუფის წევრებს შორის, როგორი დამოკიდებულება იყო? 3) ხართ თუ არა კმაყოფილი მშობლებთან შეხვედრით? სამივე კითხვაზე ყველა მოსწავლეს თვითშეფასების დადებითი პასუხი ჰქონდათ. პროექტის გრძელვადიანი მიზანიც ეს იყო. მათ იციან, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას. პროექტზე მუშაობის დროს ისინი ერთმანეთს სასარგებლო რჩევებს აძლევდნენ, რაც შეეხება ექიმთან შეხვედრით პატარები უზომოდ კმაყოფილები დარჩნენ. ვთვლი, რომ ეს მათთვის ერთ-ერთი მოტივატორიც იყო.
შეფასება მოხდა შემდეგი კრიტერიუმებით: 1. მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი, რომელიც მე შევაფასე( საშუალოდ). 2. აღნიშნული საკითხის ცოდნა-შეფასება (კარგი). 3. პროექტის შედეგად შექმნილი რესურსი (კედლის გაზეთი) -შეფასება (კარგი).
პროექტის დასაწყისში გამოვიყენე მეთოდი „ ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე“. აღნიშნული დიაგრამები დაეხმარა მოსწავლეებს გაერკვიათ თუ რა იცოდნენ პროექტის დაწყებამდე და დაინტერესდნენ საკითხით მანამ, სანამ მის სიღრმისეულად დამუშავებას შეუდგნენ. მეთოდი მესამე „თვითშეფასება და რეფლექსია“ ამ მეთოდით მოსწავლეებმა შეაფასეს თავიანთი ნამუშევარი, მიზნის მისახწევათ არჩეული სტრატეგიების ეფექტურობა და კეთებით სწავლის პროცესი. მეთოდი მეოთხე „ჯგუფებზე  დაკვირვებამ“ საშუალება მისცა მოსწავლეებს შეეფასებინათ თანამშრომლობის უნარი.
პროექტის მონიტორინგი
1. მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
პროექტით განსაზღვრული ყველა მიზანი მიღწეულია. მოხდა მშობლების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში. პატარებს მივაწოდეთ სხვადასხვა ინფორმაცია ჯანმრთელობის დასაცავად.
2. რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად? რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით განხორციელდა.
3. რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული და რატომ?
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ექიმთან შეხვედრის დღე და სუპერმარკეტში სტუმრობის დღე შეხვედრა სასიხარულო იყო მშობლისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. პატარებს ძალიან მოეწონათ ასევე თემში გასვლა და ჯანსაღი პროდუქტის თვალნათლივ დათვალიერება.
4 .რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
პროექტის შედეგად ბავშვები დარწმუნდნენ, რომ თავიანთ ჯანმრთელობას  უნდა გაუფრთხილდნენ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით, დროზე დაიძინონ, დაიცვან დღის რეჟიმი, მოუარონ კბილებს, დაკავდნენ სპორტით. და, რომ ექიმთან ვიზიტი სულაც არაა საშიში , ისინი მუდმივად უნდა ზრუნავდნენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.პატარებმა გამოიმუშავეს დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები.

5.  რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რათა ყველა მოსწავლე თანაბრად იყოს ჩართული პროექტში.
მოახდინონ ცოდნის კონსტრუირება და გამოიმუშაონ მეტი კრიტიკული აზროვნების უნარი.
6. მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და ან  მოდიფიცირება და რატომ?
გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა განხორციელდა, მსვლელობისას რაიმეს დამატება ან მოდიფიცირება არ მომხდარა,
7 რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას?
1)უფრო მეტ ყურადღებას მივაქცევ,რომ ადამიანური რესურსი გამოვიყენო მოსწავლეთა სასარგებლოდ. კლასში განვახორციელებ მშობელთა მეტ ჩართულობას.2)მეთოდები:“თვითშეფასება და რეფლექსია“ და“ჯგუფებზე დაკვირვება“-მეტი აქტიურობით წარიმართოს,რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიზნის მისაღწევად არჩეული სტრატეგიების ეფექტურად წარმართვა და თავიანთი მუშაობის პროცესის მონიტორინგის პარალელურად გააკეთონ სწორი და გაბედული  

No comments:

Post a Comment