სოციალური პროექტის გეგმა
სოციალური თემის ავტორი
|
|
სახელი გვარი
|
ნინო გოგიაშვილი
|
რაიონი
|
იმერეთი
|
სკოლა ქალაქი
|
სოფ.კვალითის საჯარო სკოლა
|
ქალაქი
|
ზესტაფონი
|
თემის მონახაზი
|
|
თემის აქტუალობა
|
,,ჯანსაღი კვება’’
|
თემის შინაარსი
|
აღნიშნული საკითხი მეტად მნიშვნელოვანია და ის არასოდეს კარგავს თავის
აქტუალობას,გამომდინარე ადამიანის მუდმივი ლტოლვისა იყოს ჯანმრთელი და ჰქონდეს ხანგრძლივი
ცხოვრება.
XXI საუკუნეში
ჯანსაღი კვება წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივიინტერესის საკითხს,რადგან პროდუქტი
ხშირშემთხვევაში ნაკლებად ხარისხიანია..
|
საგანი
|
ბუნება
|
დონე/კლასი
|
დაწყებითი საფეხური IVკლასი
|
განხორციელების დროის ჩარჩო
|
3 კვირა2019წლის 01.05-დან 2019 წლის 22.05.2019 წლის ჩათვლით.
|
თემის საფუძვლები
|
|
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
ბუნ.Ш.9.მოსწავლეს შეუძლია პირადი,ჰიგიენის
ძირითადი წესების დაცვა.
● ადგენს კვების საკუთარ რაციონში შემავალი პროდუქტების
სიას და გამოყოფს ადამიანისათვის აუცილებელ საკვებს პროდუქტთა ჯგუფებს (მაგ,ბოსტნეული,მარცვლეული,რძის
პროდუქტები).
● კითხულობს საკვები პროდუქტის ეტიკეტს (დაასახელება
გამოყენების ვადა)და საზღვრავს პროდუქტის ვარგისიანობას.
|
თემის მიზანი
|
მოსწავლეები ადგენენ კვების
მნიშვნელობას,ადგენენ საკვები პროდუქტების ჯგუფებს,დეტალურად ახასიათებენ საკვები
პროდუქტების გავლენას ჯამრთელობაზე.
|
მოსწავლეების
ამოცანები/სწავლის
შედეგები
|
● მოსწავლეები წაიკითხავენ სხვადასხვა ავტორის
წიგნებს ,ბროშურებს,ენციკლოპედიას;
● ამოიღებენ ფაქტობრივ და საჭირო მასალას და შეიმეცნებენ ;
● გააკეთებენ წაკითხული ტექსტების ანალიზს;
● გამოიმუშავებენ დროის მონიტორინგისა და მიზნობრივად გამოყენების უნარებს;
● ითანამშრომლებენ ჯგუფში და მიიღებენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს.
პროექტი მდგრადია,ვინაიდან იგი
არსებობას გააგრძელებს დამთავრების შემდეგ ,,ჯანსაღი კვება’’არის პრობლემა,რომლის
შესახებაც მუდმივად უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირება.მშობლებიც მუდამ უნდა
ცდილობდნენ თავიანთ შვილებს ჩაუნერგონ ,,ჯანსაღი კვების’’მნიშვნელობა.
ამიტომ პროექტის ფარგლებში,მოხდება
შესაბამისი ინფორმაციის მოძიება/გაანალიზება ისტ ტექნოლოგიების დახმარებით,ბიბლიოთეკაში
სხ/სხ წიგნების და ბროშურების გაცნობა,შეხვედრა ექიმთან,თემში გასვლა და თვალნათლივ
გაცნობა ჯანსაღი პროდუქტის ,სუპერ მარკეტში სტუმრობა და ვადების გაცნობა/გააზრება.
|
თემის
შინაარსი აქტივობები:
|
სოციალურ პროექტის განხოეციელების
პროცესში ვიყენებ ელექტრონულ ფოსტას gmail.com სკოლის გარეთ ურთიერთობებისთვის,რათა მშობლებს გავუგზავნო ინტერნეტით
მოძიებული მასალები.
პირველი ეტაპი:მოსწავლეებთან ერთად განვიხილავთ ინტერნეტით მოძიებულ მასალებს
და ვგეგმავთ გამოკითხვას მასწავლებლებსა და მოსახლეობაში ,,ჯანსაღი კვების’’შესახებ,ინფორმირებულობის
დონის დასადგენათ.
მეორე ეტაპი:შევხვდებით ექიმს და ვისაუბრებთ
მნიშვნელოვან საკითხებზე.
მესამე ეტაპი:ვიზიტი სუპერ მარკეტში სხ/სხ საქონლის
ვადების დადგენის მიზნით და ასევე თემში
გასვლა და თვალნათლივ ჯანსაღი პროდუქტის
მოყვანის პროცესის დაკვირვება.
მეოთხე ეტაპი:ინფორმაციის საჯარო პრეზენტაცია
სკოლაში.
|
მონიტორინგი და შეფასება:
|
ყოველი კვირის მასწავლებელი
შეამოწმებს მოსწავლის მიერ მოძიებულ ინფორმაციას დაახარისხებს ასაკთან მიმარტებასი
და გასცემს ინსტრუქციას საქმიანობის შემდეგ წარმართვისთვის.
პროექტის ბოლოს აფასებს ყველა
მონაწილე მოსწავლეს.
|
რისკები შესაძლო ხარვეძები:
|
უარი გამოკითხვის დროს
ტექნიკური პრობლემები(ინტერნეტკავშირის
შეწყვეტა,
ენერგიის გათიშვა).
ექიმის ადგილზე არ დახვედრა
სხ/სხ მიზეზის გამო.
|
No comments:
Post a Comment